Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ დღეს მოქმედი ჩემპიონი მანჩესტერ სიტი საპლეიოფო სვლას დანიიდან იწყებს.
კოპენჰაგენი - მანჩესტერ სიტი (23:59) - უყურე მატჩს უფასოდ adjarabetarena-ზე
კოპენჰაგენი ჯგუფში ბაიერნთან, გალათასარაისთან და მანჩესტერ იუნაიტედთან იყო და წინასწარ ალბათ ბევრი ვერ იტყოდა, რომ შემდეგ ეტაპზე სწორედ დანიური გუნდი გავიდოდა. გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე ორი მატჩი მოიგო, ორიც ფრედ ითამაშა და ორიც წააგო, 8 გოლი გაიტანა და ამდენივე გაუშვა, საბოლოოდ 8 ქულა დააგროვა და მიუნხენის ბაიერნთან ერთად პლეიოფში გავიდა. დანიელთა გამორჩეული შეხვედრა იუნაიტედთან შედგა, რომელშიც წითელი ეშმაკები 4-3 დამარცხდნენ და დიდწილად ამ შედეგმაც იქონია გავლენა ჯგუფში საბოლოო სიტუაციაზეც.
კოპენჰაგენს ჯგუფურ ეტაპზე გალათასარაისთან მოგებული შეხვედრის შემდეგ ჩემპიონატში თამაში არ ჩაუტარებია, დანიის სუპერლიგა სწორედ ამ კვირიდან განახლდება. თუმცა ფორმის შესანარჩუნებლად გუნდმა ამხანაგური შეხვედრები გამართა, საიდანაც 3 მოიგო, 2 წააგო და 1 ფრედ ითამაშა.
რაც შეეხება მანჩესტერ სიტის, ქალაქელებს ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად ლაიფციგი, იანგ ბოიზი და ცრვენა ზვეზდა ერგოთ და ეს ბარიერი მარტივად დაძლიეს. გვარდიოლას გუნდმა ყველა შეხვედრა მოიგო და 18 ქულა დააგროვა.
სიტის ყველა ტურნირზე 13-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და აქედან მხოლოდ ერთია ფრე. გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდნენ კევინ დე ბრუინი და ერლინგ ჰალანდი, მაგრამ უკვე ორივე მათგანი დაბრუნდა და კოპენჰაგენისთვის სამწუხაროდ ბელგიელიც და ნორვეგიელიც უკვე ფორმაში არიან.
გუნდები ერთმანეთს 2022-23 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შეხვდნენ. ეტიჰადზე მატჩში მასპინძლებმა 5-0 იმარჯვეს, დანიაში შეხვედრა კი უგოლოდ დასრულდა. ურთიერთშეხვედრებს მანამდე 2009 წელს ვხვდებით, როცა კოპენჰაგენი და სიტი ევროპა ლიგის 1/16 ფინალში დაწყვილდნენ. ინგლისელებმა ორი მატჩის ჯამში 4-3 იმარჯვეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. ასე რომ, გუნდებს შორის სულ 4 შეხვედრა ჩატარებულა, საიდანაც ორი სიტიმ მოიგო, ორი კი ფრედ დასრულდა.
სავარაუდო შემადგენლობები:
კოპენჰაგენი - გრაბარა; ანკერსენი, მაკკენა, დიკსი, იელერტი; მატსონი, ფალკი, გონსალვეში; ელიუნუსი, კლაესონი, აშური.
სიტი - ედერსონი; უოკერი, სტოუნსი, დიაში, აკე; როდრი; ბერნარდო, დე ბრუინი, ფოდენი; ალვარესი, ჰალანდი.
მატჩს ესპანელი ხოსე მარია სანჩესი განსჯის, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონის ჯგუფურ ეტაპზე 3 მატჩი იმსაჯა: მილანი - ნიუკასლი, ლაიფციგი - ცრვენა ზვეზდა, გალათასარაი - იუნაიტედი. არბიტრმა ჯამში მოთამაშეებს 16 ყვითელი ბარათი უჩვენა.
კომენტარები
16 დღის წინ
10 დღის წინ
9 დღის წინ
9 დღის წინ