შესვლა

burger

ჩემპიონობისთვის მებრძოლი არსენალი ლუტონს მიიღებს

ფონტის ზომა
TT

პრემიერ ლიგის 31-ე ტურში საჩემპიონო რბოლაში მყოფი არსენალი აუტსაიდერ ლუტონ თაუნს მიიღებს.

 

არსენალი - ლუტონი (22:30) - უყურე მატჩს უფასოდ adjarabetarena-ზე.

 

მიკელ არტეტამ განაცხადა, რომ ბუკაიო საკა კარგადაა, მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერ სიტისთან მატჩი დასრულება ვერ შეძლო, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია დაიწყებს თუ არა ლუტონთან შეხვედრას მოთამაშე სასტარტო შემადგენლობიდან.

 

მეთოფეების ერთადერთი დანაკლისი იურიენ ტიმბერია, რომლის დაბრუნებასაც სეზონის ბოლომდე ელოდებიან.

 

ლუტონის მწვრთნელის რობ ედვარდსი კი არაა დარწმუნებული ითამაშებენ თუ არა ალფი დოთი, რის ბურკი და ტაჰიტ ჩონგი.

 

ტრავმის გამო მატჩში მონაწილეობას 10 მოთამაშე ვერ მიიღებს.

 

არსენალი

 

მიკელ არტეტას გუნდს პრემიერ ლიგაში ემირეითსზე ჩატარებული ბოლო 10 მატჩიდან 9 მოგებული აქვს, მათ შორის უკანასკნელი 4.

 

არსენალს 2024 წელს ჩემპიონატში ჩატარებულ 9 შეხვედრაში მხოლოდ 4 გოლი აქვს გაშვებული.

 

გუნდმა ამ სეზონში 12-ჯერ შეინახა კარი მშრალად, რაც ნებისმიერი სხვა გუნდის შედეგზე სამით მეტია.

 

მეთოფეებმა ბოლო 5 მატჩი, რომელიც ახლად აღზევებული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარეს, მოიგეს და ჯამში 23 გოლი გაიტანეს.

 

არსენალი აღზევებული გუნდების წინააღმდეგ სახლში 38 შეხვედრაა დაუმარცხებელია (33 მოგება, 5 ფრე), ბოლო 9 მატჩი კი გუნდს მოგებული აქვს.

 

ლუტონი 

 

ლუტონმა პრემიერ ლიგის ბოლო 18 მატჩში მოახერხა გოლის გატანა, რაც ჩემპიონატში ყველაზე ხანგრძლივი აქტიური სერიაა.

 

თუმცა გუნდმა ამ 18-დან მხოლოდ 4 მატჩის მოგება შეძლო და ბოლო 9 შეხვედრა არ მოუგია (3 ფრე, 6 წაგება).

 

ლუტონმა ბოლო 10 მატჩიდან ვერცერთში შეინახა კარი მშრალად და ჯამში 30 გოლი გაუშვა.

 

ურთიერთშეხვედრები

 

არსენალმა პირველი მატჩი 4-3 მოიგო და შეუძლია ლუტონს ორივე შეხვედრა 1983-84 წლების შემდეგ პირველად მოუგოს.

 

სავარაუდო შემადგენლობები

 

არსენალი - რაია; ტომიასუ, სალიბა, კივიორი, ზინჩენკო; ოდეგორი, პარტეი, რაისი; მარტინელი, ჰავერცი, ტროსარი.

 

ლუტონი - კამინსკი; კაბორე, ჰაშიოკა, მენგი, ჯონსონი; მპანზუ, ბარკლი, კლარკი; თაუნსენდი, მორისი, ვუდროუ.

 

შეხვედრას კრეიგ პაუსონი განსჯის, რომელიც პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 13 შეხვედრის მთავარი არბიტრი იყო და მოთამაშეებს ჯამში 59 ყვითელი, 2 მეორე ყვითელი და 1 წითელი ბარათი აჩვენა, სულ კი 5 პენალტი დანიშნა.

 

არსენალი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა 65 ქულით და ლიდერ ლივერპულს 2 ქულით ჩამორჩება, ლუტონი კი 22 ქულით გასავარდ ზონაში იმყოფება და პრემიერ ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.