Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
მიმდინარე სეზონს ესპანელი მეკარე კეპა არისაბალაგა მადრიდის რეალში იჯარით ატარებს.
ტიბო კურტუამ სეზონის სტარტზე ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, რის გამოც რეალს ბაზარზე გასვლა და იჯარით კეპას წამოყვანა მოუწია.
ზაფხულში, რეალის მეორე მეკარეს ანდრეი ლუნინს კონტრაქტი ეწურება, ამიტომ მადრიდელებს კურტუას შემცვლელზე ზრუნვა აქედანვე დაწყებული აქვთ.
ბლანკოსმა ჩელსისთან კეპას გამოსყიდვის ფასი მოიკითხეს და როგორც ესპანელი ჟურნალისტი მარიო კორტეგანა იტყობინება, ლონდონურმა კლუბმა მეკარე 17 მილიონ ფუნტად შეაფასა.
რეალი სარეზერვო გოლკიპერში ამხელა თანხის გადახდას არ აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში, კეპა დიდი ალბათობით სტემფორდ ბრიჯზე დაბრუნდება.
მადრიდში გადმოსვლის შემდეგ, არისაბალაგა გუნდის პირველი მეკარე იყო, თუმცა შემდეგ ტრავმა მიიღო და ანდრეი ლუნინმა თავი კარგად წარმოაჩინა, რის გამოც, ამჟამად, კარლო ანჩელოტის პირველი არჩევანიც სწორედ უკრაინელი კარის დარაჯია.
კომენტარები
2 დღის წინ
20 საათის წინ
2 დღის წინ
2 დღის წინ