შესვლა

burger

ჩავის პოტენციური შემცვლელების სიაში ჰანსი ფლიკიც არის

ფონტის ზომა
TT

ბაიერნის და გერმანიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა შესაძლოა ახალი სეზონიდან ბარსელონა ჩაიბაროს.

 

Sport BILD-ის ჟურნალისტის, კრისტიან ფალკის ინფორმაციით, ჩავის პოტენციური შემცვლელების სიაში ბარსელონას გერმანელი სპეციალისტიც ჰყავს.

 

საინტერესოა, რომ 2021-ში ლაპორტამ ფლიკის დანიშვნა ერთხელ უკვე სცადა, თუმცა მისგან უარის მიღების შემდეგ, ჩავიზე შეაჩერა არჩევანი.

 

შესაძლოა, ამ ზაფხულს ფლიკის დათანხმება გაცილებით მარტივი აღმოჩნდეს, რადგან ამ ეტაპზე, გერმანიის ნაკრებიდან გამოშვების შემდეგ, მწვრთნელი უმუშევარია.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვილიარეალთან 3:5 მარცხის შემდეგ, ჩავი ერნანდესმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ბარსელონას სეზონის ბოლოს დატოვებს. 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.