შესვლა

burger

ჩავიმ ბარსელონას კლუბში დასარჩენად მთავარი მოთხოვნები წამოუყენა

ფონტის ზომა
TT

ბარსელონა ჩავი ერნანდესის დარჩენაზე დაყოლიების მცდელობას აგრძელებს.

 

ჟურნალისტი ფერნანდო პოლოს ინფორმაციით, ესპანელ მწვრთნელს გუნდში დასარჩენად რამდენიმე მოთხოვნა აქვს.

 

პირველ რიგში, ჩავის აღარ სურს მხოლოდ ახალგაზრდების იმედად ყოფნა და გამოცდილი ფეხბურთელების დამატებას ითხოვს.

 

მისთვის პრიორიტეტული ამ ეტაპზე შემტევი ბერნარდუ სილვაა, ნახევარმცველებს შორის კი იოზუა კიმიხი ან მარტინ სუბიმენდი.

 

თუ ბარსაში დარჩა, ჩავის სურვილია, რომ მომდევნო სეზონიდან მისი გუნდი ყველა ტიტულისთვის იბრძოდეს და გაცილებით მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.