შესვლა

burger

ჩავი: "დარჩენილი სამი ტიტულისთვის უნდა ვიბრძოლოთ"

ფონტის ზომა
TT

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა, რეალთან სუპერთასის ფინალში განცდილი გამანადგურებელი მარცხი (1:4) შეაფასა.

 

„ვერ ვაჩვენეთ ის, რისი ჩვენებაც ფინალში იყო საჭირო. ძალიან გაბრაზებული და იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ როგორც ბარსას ქომაგი და არა მწვრთნელი, ამიტომ სიმშვიდეს ვინარჩუნებ. მძიმე წაგებები მაქვს გადატანილი, მაგრამ წინ მთელი სეზონია და კიდევ სამი ტიტული გვაქვს გასათამაშებელი. 

 

ჩვენ დავბრუნდებით, მე დარწმუნებული ვარ. ეს უკვე გაგვიკეთებია და ჩემი ხელმძღვანელობითაც ტიტულები მოგვიგია.

 

მძიმე მარცხია, იმიტომ რომ ვერ შევესაბამებოდით დონეს და საკუთარი ქომაგების წინაშე უნდა მოვიბოდიშოთ. წინა სეზონში ჩვენი დონე დავამტკიცეთ, ახლა კი კრიტიკას ვაწყდებით.

 

უნდა გადავიტვირთოთ და დარჩენილი სამი ტიტულისთვის ვიბრძოლოთ.“ - აღნიშნა ბარსას დამრიგებელმა.
 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.