შესვლა

burger

ჩავი: "ბარსელონას ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდი უდგას"

ფონტის ზომა
TT

ბარსელონას მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა, კლუბში ამჟამინდელი ვითარება შეაფასა.

 

თქვენ თუ ჩაიბარებდით გუნდს, რომელიც ტიტულებისთვის არ იბრძოლებდა?

 

„ბარსაში ამის უფლებას არც კლუბი მოგცემს, არც თქვენ [ჟურნალისტები] და არც გულშემატკივრები. არაკონკურენტუნარიან ბარსელონასთან შეგუება შეუძლებელია, ეს დღესვე ჩანს.

 

ჩვენ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი პერიოდი გვიდგას. ბარსას ქომაგი ვარ და მე ვარ პირველი, ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია.

 

ფინანსური მდგომარეობა მძიმეა. მაგრამ, ჩვენ ამის მიუხედავად ვიბრძვით. ახლა სიმშვიდის და გაერთიანების დროა.“ - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.
 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.