შესვლა

burger

ბუფონი: "ნეიმარი, მბაპე, ვერატი და სხვები იუვენტუსში რომ მყოლოდა, ლიგას ზედიზედ ოთხჯერ მოვიგებდით"

ფონტის ზომა
TT

ლეგენდარულმა ჯიჯი ბუფონმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა.

 

იტალიელმა კიპერმა საფრანგეთის დედაქალაქში ერთი სეზონი გაატარა.

 

„პარიზში წარმოუდგენელი ხარისხის ფეხბურთელები ვნახე. მეგონა, რომ იუვენტუსში გვყავდა მსოფლიოს საუკეთესო გუნდი, შემდეგ კი პარიზში ყველა ეს ფეხბურთელი ერთად დამხვდა: ნეიმარი, მბაპე, ვერატი, თუნდაც მარკინიოსი და ტიაგო სილვა... მამა მია!

 

ყველა ერთად რომ პარიზში გადავსულიყავით, ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ ოთხჯერ მოვიგებდით.

 

ყოველ ჯერზე, საკუთარ თავს ვეკითხებოდი: "რატომ ვერ იგებს ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგას?"

 

საკუთარ თავთან მუდმივად ამ გაუგებრობაში ვიყავი, შემდეგ კი ერთი წელი გავატარე და მივხვდი, რატომაც." - აღნიშნა ბუფონმა.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.