Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
6 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფულემის მეკარემ, ბერნდ ლენომ, Bild-ის ჟურნალისტის, ტობი ალტშაფლის რეპლიკას უპასუხა იმაზე, რომ ბუნდესლიგას „ფერმერთა ლიგას“ ეძახიან.
„მე რა თქმა უნდა ეს ტერმინი უადგილო მგონია. მაგრამ სიმართლე გითხრათ, ინგლისში ბუნდესლიგას ყველა ასე ეძახის. ეს პრემიერ ლიგის ქვეყანაა და აქ ბუნდესლიგა დიდად არავის არ აინტერესებს: არც ინგლისელებს და არც უცხოელებს.
უფრო მისაღები ტერმინი იქნებოდა „განვითარების ლიგა“. ამბიციური ფეხბურთელები ხშირად მიდიან გერმანიაში, შემდეგ კი პრემიერ ლიგაში გადადიან ან ბრუნდებიან - ჰალანდი, დე ბრუინი, გიუნდოგანი. ბევრი მაგალითი არსებობს.
რაც შეეხება „ფერმერთა ლიგას“, მე თანაგუნდელებთან ამაზე სულ კამათი მაქვს. შემიძლია ერთი მაგალითი მოვიყვანო: 2024-ს დასაწყისში, პარასკევს საღამოს ბაიერნი ჰოფენჰაიმს ეთამაშებოდა, პარალელურად კი ბარნლი - ლუთონი გადიოდა. ჩვენ ექიმის ფიზიოთერაპევტის ოთახში ვიყავით, მაგრამ ბავარიის ყურების არანაირი შანსი არ მქონდა. ყველა მეუბნებოდა, რომ ბუნდესლიგაში საინტერესო არაფერი არ ხდება.
ხომ ვამბობ, ამის შანსიც არ მქონდა. ბიჭებმა მითხრეს: „ფერმერთა ლიგა ეკრანზე არ ჩაირთვება.“ - აღნიშნა ლენომ.
კომენტარები
6 დღის წინ
19 საათის წინ