შესვლა

burger

ბერძენთა კაპიტანი: "ფინალში ფავორიტი არ არსებობს"

ფონტის ზომა
TT

საბერძნეთის ნაკრების კაპიტანმა ანასტასიოს ბაკასეტასმა საქართველოსთან მატჩის წინ მედიასთან ისაუბრა.

 

"ჩვენთვის ყაზახეთთან მატჩი კარგი გამოდგა. ორი გოლი სწრაფად გავიტანეთ და კარგად ვითამაშეთ. რაც შეეხება მომდევნო შეხვედრას, პროგნოზის გაკეთება არ მინდა. მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ბოლომდე კონცენტრაციითა და თავდაჯერებით ვითამაშოთ."

 

"ჩვენს თავს ფავორიტად ვერ დავასახელებ, ფინალში ფავორიტები არ არსებობენ. კარგ განწყობაზე ვართ და ამაზე ბოლო მატჩმაც იმოქმედა, ყაზახეთთან რთული მატჩი გვქონდა."

 

"სახლში კარგად ვთამაშობთ და უკეთესად გამოვიყურებით, განსაკუთრებით ბოლო დროს. ნაკრების მოთამაშეებისთვის სავსე ტრიბუნებისა წინაშე და წნეხის ქვეშ თამაში მნიშვნელოვანია. ხვალინდელ შეხვედრაში ეს ფაქტორი შეიძლება ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ. ჩვენ გამოცდილი მოთამაშეები ვართ და ასეთ გარემოში თამაშს მიჩვეულები ვართ."

 

"საქართველოსთან ბოლო შეხვედრა მახსოვს და რთული მატჩი იყო. მას შემდეგ გავძლიერდით, მაგრამ ასეა საქართველოს შემთხვევაშიც. ხვალ განსხვავებული და საინტერესო შეხვედრა იქნება." - განაცხადა ბერძენთა ლიდერმა.

 

26 მარტს დინამო არენაზე საქართველოს ნაკრები საბერძნეთს მიიღებს და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას შეეცდება.

 

 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.