Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
საუდის არაბეთის საფეხბურთო ხელისუფლება კარიმ ბენზემას ევროპაში დაბრუნების წინააღმდეგია.
L’equipe-ს ინფორმაციით, საუდის არაბეთის სუვერენული ფონდი, რომელიც ქვეყანაში ფეხბურთის ინვესტიციებს აკონტროლებს, ბენზემას წასვლის კატეგორიული წინააღმდეგია და ამასთან დაკავშირებით არაფრის მოსმენაც კი არ სურს.
თავად ბენზემას ალ იტიჰადის ხელმძღვანელობასთან აქვს კონფლიქტი - ის შვებულებიდან 17 დღის დაგვიანებით დაბრუნდა. როგორც ირკვევა, ფრანგის მთავარი მოთხოვნაა, რომ გუნდი უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს და მისი დონის უფრო მეტი ფეხბურთელი მოიყვანონ. ამის გამო, კარიმი ითხოვს, რომ გუნდი ალ-ჰილალის დონეზე გაძლიერდეს.
გარდა ამისა, ფრანგის აზრით, ხელმძღვანელობას მწვრთნელის შერჩევისას მისი აზრის მოსმენაც შეეძლო. შეგახსენებთ, რომ ნუნო ეშპირიტუ სანტუ თანამდებობაზე მარსელო გალიარდომ შეცვალა.
საუდური ფეხბურთის ხელმძღვანელობის აზრით, ბენზემას ევროპაში დაბრუნება - მათი ლიგისთვის უკანგადადგმული ნაბიჯის ტოლფასი იქნება. ფეხბურთელის გარმეოცვა ამტკიცებს, რომ კარიმს ქვეყნიდან წასვლა არ უთხოვია და ის მინიმუმ ამ სეზონის ბოლომდე ალ იტიჰადში დარჩება.
კომენტარები
6 დღის წინ
8 დღის წინ
20 დღის წინ
1 დღის წინ