შესვლა

burger

ბარსელონასთვის დე ძერბი მიუწვდომელია

ფონტის ზომა
TT

ესპანური გამოცემა Relevo-ს ინფორმაციით, ბარსელონასთვის რობერტო დე ძერბი მიუწვდომელია.

 

მას შემდეგ, რაც ჩავი ერნანდესმა სეზონის ბოლოს კატალონიური კლუბიდან წასვლა დააანონსა, აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ბარსას ინტერესთა სფეროში ბრაიტონის იტალიელი თავკაცი მოექცა.

 

თუმცა, როგორც ესპანური პრესა და კონკრეტულად ჟურნალისტი მატეო მორეტო იტყობინება, კატალონიური პრესისთვის დე ძერბი მიუწვდომელია და მისი დანიშვნა შეუძლებელი იქნება.

 

პირველ რიგში იმიტომ, რომ ბარსელონასთვის მისი ბრაიტონიდან გამოსყიდვა ფინანსურად იქნება შეუძლებელი და გარდა ამისა, იტალიელს თავადაც პრემიერ ლიგაში სურს დარჩენა.

 

ბარსას გარდა, დე ძერბის ლივერპულსაც უკავშირებენ.

 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.