შესვლა

burger

ბაიერნმა კომანი მინიმუმ 2-3 თვით დაკარგა

ფონტის ზომა
TT

კინგსლი კომანი აუგსბურგთან მიღებული ტრავმის გამო მოედანს მარტამდე ვერ დაუბრუნდება.

 

ფეხბურთელმა პირველივე ტაიმში მიიღო დაზიანება და მოედანი ყავარჯნებით დატოვა.

 

Bild-ის ინფორმაციით, ფრანგ ფეხბურთელს მუხლის შიდა გვერდული მყესი აქვს გაწყვეტილი. ამ ტრავმის მოშუშებას, როგორც წესი, 2-3 თვე სჭირდება ხოლმე.

 

თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, ბაიერნი ფეხბურთელის დაბრუნებას დაახლოებით აპრილში ელოდება.

 

ამ სეზონში კომანმა ბუნდესლიგის 15 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა.


 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.