შესვლა

burger

ბაიერნი ნაგელსმანის დაბრუნებაზე მუშაობს

ფონტის ზომა
TT

იულიან ნაგელსმანი შესაძლოა მიუნხენის ბაიერნში დაბრუნდეს. 

 

BILD SPORT-ის ჟურნალისტის, კრისტიან ფალკის ინფორმაციით, მიუნხენური კლუბი ახალგაზრდა გერმანელ სპეციალისტს პოტენციური დაბრუნების თაობაზე დაუკავშირდა. 

 

ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ პირველადი გასაუბრების შემდეგ შეიძლება თქმა, რომ ნაგელსმანის ალიანც არენაზე დაბრუნება გამორიცხული სულაც არ არის. 

 

ნაგელსმანი ამჟამად გერმანიის ნაკრებში მუშაობს, რომელთან კონტრაქტიც ევრო 2024-ს ბოლომდე აკავშირებს, თუმცა თავად აღნიშნა ინტერვიუში, რომ თუ პროექტით დაინტერესდა, კლუბთან ხელშეკრუბელის ევრომდე, წინასწარ გაფორმებასაც არ გამორიცხავს. 

 

ოფიციალურადაა დადასტურებული, რომ სეზონის ბოლოს მიუნხენურ გრანდს თომას ტუხელი დატოვებს, რომელმაც წინა წლის მარტში ამ თანამდებობაზე სწორედ მოულოდნელად გაშვებული ნაგელსმანი ჩაანაცვლა. 

 

ბაიერნის პირველი კანდიდატი ჩაბი ალონსო იყო, რომელმაც დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომდევნო სეზონშიც ლევერკუზენში იმუშავებს. 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.