Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ზამთრის შესვენების შემდეგ ბუნდესლიგა ჩემპიონის თამაშით დაბრუნდა.
მიუნხენის ბაიერნმა ჰოფენჰაიმს უმასპინძლა და მეტოქე 3-0 დაამარცხა.
ანგარიში მე-18 წუთზე ჯამალ მუსიალამ გახსნა, 70-ე წუთზე კი ახალგაზრდა გერმანელმა დუბლი შეასრულა. ორივე შემთხვევაში საგოლე გადაცემის ავტორი ლეროი სანე გახდა.
მატჩს წერტილი 90-ე წუთზე ჰარი კეინმა დაუსვა.
რეკორდმაისტერმა 16 მატჩის შემდეგ 41 ქულა დააგროვა და ამ მომენტისთვის მე-2 ადგილზე იმყოფება.
მიუნხენელების მთავარი კონკურენტი ლევერკუზენი დღეს აუგსბურგს ესტუმრება.
კომენტარები
16 საათის წინ
6 დღის წინ