Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ავსტრალიის ღია პირველობაზე ფინალისტები გამოვლინდნენ.
პირველ ნახევარფინალურ წყვილში იანიკ სინერმა მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი 4 სეტში (1-6, 2-6, 7-6, 3-6) დაამარცხა და გახდა პირველი იტალიელი, რომელიც აღნიშნული გრანდ სლემის ფინალში გავიდა.
სინერმა ჯოკოვიჩამდე ვან დე ზანდშულპი, დე იონგი, ბაესი, ხაჩანოვი და რუბლევი სეტის წაუგებლად დაამარცხა.
22 წლის ჩოგბურთელის მეტოქე ფინალში დანილ მედვედევი იქნება, რომელმაც 5-სეტიან ბრძოლაში ალექსანდერ ზვერევი დაამარცხა, როცა მატჩს ორი სეტით აგებდა. რუსი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში მესამედ გავიდა, წინა 2 შემთხვევაში ის ნოვაკ ჯოკოვიჩთან და რაფა ნადალთან დამარცხდა.
მედვედევმა ზვერევთან ერთად ფინალამდე ატმანის, რუუსუვუორის, ოჟე-ალიასიმის, ბორჟესისა და ჰურკაჩის ბარიერები დაძლია.
მოთამაშეები აქამდე 9-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, პირველი 6 დაპირისპირება რუსმა მოიგო, უკანასკნელი 3 კი იტალიელმა. მათი ბოლო დაპირისპირება 2023 წლის შემაჯამებელ ტურნირზე შედგა, სადაც სინერმა 2-1 იმარჯვა. საინტერესოა, რომ ცხრავე მატჩი სწორედ ჰარდის საფარზე გაიმართა.
ფინალური დაპირისპირება 28 იანვარს გაიმართება და ავსტრალიის ღია პირველობას ახალი ჩემპიონი ეყოლება.
კომენტარები
21 საათის წინ
14 დღის წინ
20 საათის წინ
2 დღის წინ