შესვლა

burger

ავსტრალიაში ქალთა თანრიგის 1/4 ფინალისტები გაირკვა

ფონტის ზომა
TT

ავსტრალიის ღია პირველობაზე ქალთა თანრიგის 1/4 ფინალური წყვილები ცნობილია.

 

პირველ წყვილში ერთმანეთს ლინდა ნოსკოვა და დაიანა იასტრემსკა დაუპირისპირდებიან. ჩეხი ელინა სვიტოლინას ტრავმის გამო ამ ეტაპზე უბრძოლველად მოხვდა, უკრაინელმა კი ვიქტორია აზარენკას სძლია სენსაციურად 2 სეტში.

 

მარტივად გავიდნენ შემდეგ ეტაპზე კალინსკაია და ჟენგიც, რუსმა იტალიელ პაოლინის მოუგო, ჩინელმა კი ფრანგი დოდინი გამოთიშა ტურნირს.

 

ბადის მეორე მხარეს ერთმანეთს მარტა კოსტიუკი და კოკო გოფი შეხვდებიან. უკრაინელმა ტიმოფეევა დაამარცხა 2-0, ამერიკელმა კი პოლონელ ფრეჩს მოუგო ასევე 2 სეტში.

 

ჩეხი კრეიჩიკოვა, რომელმაც ანდრეევასთან 3 სეტში მოიგო, მოქმედ ჩემპიონ არინა საბალენკას დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ ამანდა ანისიმოვას მარტივად სძლია.

 

ავსტრალიის ღია პირველობა გადამწყვეტ ფაზაშია, უკვე ცნობილია კაცთა 1/4 ფინალური წყვილებიც. 

 

ტურნირის გამარჯვებულები კვირის ბოლოს გაირკვევიან.

 

 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.