შესვლა

burger

არველაძის გუნდმა კონკურენტს მოუგო

ფონტის ზომა
TT

თურქეთის სუპერ ლიგის 25-ე ტურში შოთა არველაძის ქარაგიუმრიუქი ფენდიქსპორს დაუპირისპირდა.

 

გუნდები სატურნირო ცხრილში სიტუაციურად ერთმანეთის კონკურენტები არიან.

 

ქართველი მწვრთნელის შეგირდებმა მეტოქე 2-0 დაამარცხეს. მასპინძელთა მხრიდან გოლები ემრე მორმა და გუვენ იალჩინმა გაიტანეს.

 

ქარაგიუმრიუქს ამ მოგების შემდეგ 27 ქულა აქვს და სწორედ ფენდიქსპორს 1 ქულით უსწრებს, რომელიც გასავარდნ ზონაშია.

 

შეგახსენებთ, რომ არველაძის გუნდი ცოტა ხნის წინ თურქეთის თასის 1/4 ფინალში გავიდა.

 

 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.