Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
თურქეთის სუპერ ლიგის გადადებულ მე-16 ტურში შოთა არველაძის ქარაგიუმრიუქმა ქაისერისფორს უმასპინძლა და მეტოქე 4-1 დაამარცხა.
მასპინძლებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს. შვედ ლეგიონერ მარკუს როჰდენს 41-ე წუთისთვის უკვე ჰეთ-თრიქი ჰქონდა შესრულებული. პირველი ტაიმი 3-1 დასრულდა.
მატჩის საბოლოო შედეგი კი 52-ე წუთზე კევინ ლაზანიამ დააფიქსირა, 4-1.
მატჩის შემდეგ ქართველმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა:
"3 უგოლო მატჩის შემდეგ 4 გოლი გავიტანეთ და 3 ქულა მოვიპოვეთ. მნიშვნელოვანი შეხვედრა მოვიგეთ, რითიც ბედნიერი ვარ."
შოთა არველაძესთვის ქარაგიუმრიუქში ეს მეოთხე მატჩი და პირველი გამარჯვება იყო. ამ მომენტისთვის ქართველის გუნდი თურქეთის ჩემპიონატში ჩატარებული 19 შეხვედრის შემდეგ 20 ქულით მე-15 ადგილზეა.
შემდეგი მატჩი არველაძის შეგირდებს ბეშიქთაშთან ელოდებათ.
კომენტარები
21 დღის წინ
22 დღის წინ
14 დღის წინ