შესვლა

burger

არტეტა: "არსენალის დატოვება? ტყუილია"

ფონტის ზომა
TT

მიკელ არტეტამ არსენალის დატოვებასა და ბარსელონაში წასვლაზე ისაუბრა.

 

"ეს ინფორმაცია ტყუილია. არ ვიცი, ეს ამბავი საიდან მოდის, ეს საერთოდ არაა მართალი. იმედგაცრუებული ვარ. არ მჯერა, რაც წავიკითხე. ამის არანაირი წყარო არ არსებობს.

 

მე სწორ ადგილზე სწორ ხალხთან ერთად ვარ და ჩვენ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს." - განაცხადა არტეტამ ჟურნალისტებთან.

 

ჩავის ბარსელონადან წასვლის შემდეგ კატალონიურ გუნდს სწორედ არსენალის თავკაცი დაუკავშირეს და ისიც დაიწერა, რომ მან სეზონის ბოლოს ლონდონური გუნდის დატოვება გადაწყვიტა, თუმცა არტეტამ ყველა ჭორი უარყო.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.