Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ერლინგ ჰალანდმა არსენალთან მატჩისთვის ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო.
პრემიერ ლიგის 30-ე ტურის მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.
გამოცემა Goal.com-მა ნორვეგიელ თავდამსხმელს 10-ბალიანი სისტემით 3 დაუწერა. 4 ქულით შეფასდა ფილ ფოდენის ასპარეზობა, ხუთით ნათან აკესი, რომელმაც მოედანზე 27 წუთი გაატარა და შემდეგ ტრავმა მიიღო.
6 ქულა მიიღეს შტეფან ორტეგამ, მანუელ აკანჯიმ, რუბენ დიაშმა, მატეო კოვაჩიჩმა, კევინ დე ბრუინმა და პეპ გვარდიოლამ, 7 ქულით შეფასდა როდრის თამაში, 8 ქულა კი იოშკო გვარდიოლმა და ბერნარდუ სილვამ მიიღეს.
არსენალიდან ყველაზე დაბალი შეფასება ბუკაიო საკას ერგო - 4, შემდეგ მოდიან იაკუბ კივიორი (5), დავიდ რაია, ჟორჟინიო, მარტინ ოდეგორი, კაი ჰავერცი, გაბი ჟესუსი (6), დეკლან რაისი (7). ყველაზე მაღალი შეფასებები კი უილიამ სალიბამ, გაბრიელ მაგალაეშმა და ბენ უაითმა მიიღეს - 8.
კომენტარები
19 საათის წინ
22 საათის წინ
2 დღის წინ
1 დღის წინ