Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
6 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 23-ე ტურში არსენალმა საკუთარ მოედანზე ლივერპული დაამარცხა.
შეხვედრა ემირეითსზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
ანგარიში მე-14 წუთზე ბუკაიო საკამ გახსნა, თუმცა ტაიმი არსენალმა ვერ მოიგო - 45+3 წუთზე გაბრიელმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ტაბლოზე წონასწორობა აღადგინა.
მეორედ ამ შეხვედრაში არსენალი წინ 67-ე წუთზე გავიდა, როცა ალისონის და ვან დაიკის შეუთანხმებელ მოქმედებას მარტინელის მარტივი გოლი მოყვა.
წერტილი კი 90+2 წუთზე ლეანდრო ტროსარმა დასვა, რომელიც მოედანზე 74-ე წუთზე გამოვიდა. 88-ე წუთზე ლივერი კაცნაკლულიც დარჩა, როცა მოედნიდან მეორე ყვითლის გამო იბრაიმა კონატე გააძევეს.
არსენალმა ამ გამარჯვებით 49 ქულა დააგროვა და ლიდერ ლივერპულთან სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა.
თუმცა, პოტენციური ლიდერი მანჩესტერ სიტია, რომელსაც 46 ქულა ორი მატჩით ნაკლებში აქვს მოგროვებული და თუ ორივეს მოიგებს, ცხრილს 52 ქულით ჩაუდგება სათავეში.
აღსანიშნავი ასევე ისიც არის, რომ ამ მატჩში არსენალმა პრემიერ ლიგაში ლივერპულის წაუგებელი სერია შეწყვიტა, რომელიც 16 მატჩს ითვლიდა - კლოპის გუნდს ბოლო მარცხი 2023 წლის 30 სექტემბერს, ტოტენჰემთან ჰქონდა განცდილი.
კომენტარები
3 დღის წინ
3 დღის წინ
22 საათის წინ
2 დღის წინ