შესვლა

burger

არსენალმა კრისტალ პალასი გაანადგურა

ფონტის ზომა
TT

ლონდონურ დერბიში არსენალმა კრისტალ პალასი 5-0 გაანადგურა.

 

მე-11 წუთზე დეკლან რაისის ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ ანგარიში გაბრიელ მაგალაესმა თავური დარტყმით გახსნა.

 

37-ე წუთზე ამჯერად საპირისპირო ფლანგიდან ჩაწოდებულ კუთხურს ისევ ბრაზილიელი მცველი გამოეხმაურა და დინ ჰენდერსონს გოლი საკუთარ კარში გაატანინა.

 

59-ე წუთზე მასპინძლებმა დავიდ რაიას დახმარებით კონტრშეტევა წამოიწყეს. მეკარემ ბურთი გაბრიელ ჟესუსს გადააწოდა, ბრაზილიელმა თავის მხრივ ლეანდრო ტროსარი მოძებნა და ანგარიში 3-0 გახდა.

 

კიდევ 2 გოლი გავიდა მატჩის მიწურულს. მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ერთწუთიან მონაკვეთში გაბრიელ მარტინელიმ თითქმის იდენტური დარტყმებით დუბლი შეასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 5-0.

 

არსენალმა ამ გამარჯვებით 43 ქულა დააგროვა და ასტონ ვილასა და მანჩესტერ სიტის გაუთანბრდა, თუმცა გვარდიოლას შეგირდებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.