შესვლა

burger

არაუხო: "ორი ტურნირი დაგვრჩა და ბოლომდე ვიბრძოლებთ"

ფონტის ზომა
TT

ბარსას მცველმა რონალდ არაუხომ ბილბაოსთან მარცხი (2:4) და თასიდან გავარდნა შეაფასა.

 

„მწუხარებას ვგრძნობ, მაგრამ ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ. ვიომეთ, ხასიათი გამოვავლინეთ. გუნდი ახალგაზრდების დახმარებით ბოლომდე იბრძოდა.

 

ეს მძიმე დარტყმაა. ორი ტურნირი დაგვრჩა, რომელზეც ამ მაისურისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.“ - აღნიშნა ურუგვაელმა მცველმა.

 

ლა ლიგაში ბარსა ლიდერ მადრიდის რეალს შვიდი ქულით ჩამორჩება, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კი ნაპოლის დაუპირისპირდება.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.