Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
6 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
შაბათს ლა ლიგის მეორეადგილოსანთან გასამართ მატჩში მადრიდის რეალს შესაძლოა ვერცერთი ცენტრალური მცველი ვერ დაეხმაროს.
როგორც ცნობილია, ედერ მილიტაოს და დავიდ ალაბას მუხლის ჯვარედინ იმყესები აქვთ გაწყვეტილი, რის გამოც მოედანს დიდი ხანია ჩამოშორებულები არიან.
ხეტაფესთან მატჩში ტრავმა მიიღო ანტონიო რუდიგერმა, რომლის გამოც ატლეტიკოსთან მატჩი გამოტოვა და ჟირონასთან შეხვედრაშიც საეჭვოა მისი მონაწილეობა, რადგან საერთო ჯგუფში ვარჯიში ჯერ არ განუახლებია.
სიტუაციას ნაჩოს დისკომფორტი ამძიმებს, რომელსაც კუნთის გადაღლილობა აქვს და ამის გამო, ის საერთო ჯგუფის ნაცვლად სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშობს.
უცნობია, მოახერხებენ თუ არა ნაჩო და/ან რუდიგერი შაბათის მატჩისთვის მომჯობინებას, მაგრამ თუ ვერა, ანჩელოტის დაცვის ცენტრში სავარაუდოდ კარვახალი - ჩუამენის დუეტის დაყენება მოუწევს.
გარდა ამისა, ეჭვქვეშ დგას ვინისიუსის მონაწილეობაც, რომელსაც დისკომფორტის გამო ატლეტიკოსთან მადრიდული დერბი ასევე გაუცდა.
კომენტარები
2 დღის წინ
1 დღის წინ
19 საათის წინ
2 დღის წინ