Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
6 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ უპასუხა შეკითხვას, თუ რატომ არ დაიმატა გუნდმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ცენტრალური მცველი.
„ალაბას შემდეგ, ვიფიქრეთ რომ გადაუდებელ სიტუაციაში პოზიციას ჩუამენით შევავსებდით. ხვალ აბსოლუტური გადაუდებელი სიტუაციაა, მაგრამ მხოლოდ ერთი მატჩით. თანაც, თუ რუდიგერი ვერ ითამაშებს.
ასეთი სიტუაცია მუდმივად არ იქნება, იმიტომ რომ მილიტაო უკეთ გრძნობს თავს და აპრილში მზად იქნება... ან სულაც მარტის ბოლოსკენ.“ - აღნიშნა იტალიელმა.
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში რეალის ორმა ცენტრალურმა მცველმა, ედერ მილიტაომ და დავიდ ალაბამ მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტეს.
ხვალ ატლეტიკოსთან რეალს ვერც ჩუამენი (დისკვალიფიკაცია) დაეხმარება და სავარაუდოდ ვერც რუდიგერი, თუმცა გერმანელის მონაწილეობა ჯერ კიდევ არ არის გამორიცხული.
კომენტარები
2 დღის წინ
1 დღის წინ
19 საათის წინ
2 დღის წინ