შესვლა

burger

ანჩელოტი: "დერბიში გამარჯვებას ვიმსახურებდით, არ გაგვიმართლა"

ფონტის ზომა
TT

კარლო ანჩელოტის აზრით, მადრიდის რეალმა ატლეტიკოსთან მატჩში გამარჯვება დაიმსახურა.

 

ლა ლიგის 23-ე ტურის მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

 

„ვფიქრობ, რომ კარგი მატჩი ჩავატარეთ. თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ არ გაგვიმართლა და გოლი ბოლო წუთებზე გავუშვით.

 

გამარჯვება დავიმსახურეთ. აქამდე, ჩვენც ბევრი მატჩი მოვიგეთ ბოლო წუთებზე და ამიტომ, საკუთარ თავს ვერაფერში დავადანაშაულებთ, ჩემპიონატში ლიდერობას ვაგრძელებთ.

 

ნუ ღელავთ - ძალიან კარგი გუნდი გვყავს. კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ და ეს სამომავლოდაც თავდაჯერებას მმატებს. 

 

უკმაყოფილოები ვართ, რადგან გამარჯვება დავიმსახურეთ. გუნდი ბოლომდე დაიხარჯა, ყველას გამოვარჩევ, იმიტომ რომ თითოეულმა ფეხბურთელმა ყველაფერი გაიღო.“ - აღნიშნა იტალიელმა.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.