შესვლა

burger

ანჩელოტი: "ალმერიას გაღიზიანება მესმის, მაგრამ მსაჯის ყველა გადაწყვეტილება სწორი იყო"

ფონტის ზომა
TT

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ალმერიასთან მატჩი შეაფასა.

 

„გულშემატკივართა სტვენა ჩვენი მისამართით? დამსახურებული იყო, ძალიან ცუდად გამოვიყურებოდით.

 

მსაჯის გადაწყვეტილებები? რაც უნდათ ის ილაპარაკონ. მესმის მათი გაღიზიანების, მაგრამ არბიტრის აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება სწორად იქნა მიღებული. 

 

უცნაური თამაში გამოვიდა. პირველ ტაიმში ცუდები ვიყავით, არჩეულ თერთმეტეულში შევცდი, ფეხბურთელები დაღლილები იყვნენ.

 

შესვენებაზე ცვლილებების შესრულება მომიწია, რადგან ფეხბურთელები დაღლილები იყვნენ, სულ სხვა თერთმეტეული უნდა ამერჩია, ჩემი ბრალია.“ 
 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.