Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
6 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბუნდესლიგის მე-18 ტურში ჩემპიონატის ლიდერი ლევერკუზენის ბაიერი სტუმრად ლაიფციგს დაუპირისპირდა.
შეხვედრა რედ ბულ არენაზე გაიმართა და სტუმართა ბრწყინვალე სტილში მოპოვებული გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.
მე-7 წუთზე ჩავი სიმონსმა მასპინძლები დააწინაურა, 47-ზე ტელამ წონასწორობა აღადგინა, 56-ზე კი ოპენდამ რედ ბული კვლავ წინ გაიყვანა.
63-ე წუთზე ჯონატან ტამ მეორედ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, გამარჯვების გოლი კი ჰინკაპიმ 90+1 წუთზე გაიტანა და ლევერკუზენს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.
ამ გამარჯვებით ლევერკუზენმა 48 ქულა დააგროვა და პირველობა განიმტკიცა, უახლოესი მდევარი ბაიერნია 41 ქულით, თუმცა მიუნხენელებს ორი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
კომენტარები
9 დღის წინ
7 დღის წინ
6 დღის წინ
4 დღის წინ