შესვლა

burger

ალონსოს უარის შემდეგ, ლივერპულში კლოპის შეცვლის მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა

ფონტის ზომა
TT

ჩაბი ალონსოსგან უარის მიღების შემდეგ, ლივერპული სხვა ვარიანტებზე მუშაობას შეუდგა. 

 

როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, მერსისაიდული კლუბი რამდენიმე მწვრთნელის ვარიანტს განიხილავს. 

 

თუმცა, ამ ეტაპზე ფავორიტად ლისაბონის სპორტინგის მთავარი მწვრთნელი, რუბენ ამორიმი მოიაზრება. 

 

39 წლის პორტუგალიელის სპორტინგიდან წამოყვანა მარტივი არ იქნება, ლივერპულმა იცის რომ მისი კონტრაქტის გამოსყიდვაც გახდება საჭირო, თუმცა ამ ეტაპზე სხვა კანდიდატებს შორის ფავორიტად სწორედ მას მიიჩნევენ. 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.