Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
6 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მასიმილიანო ალეგრის მიაჩნია, რომ იუვენტუსი შემადგენლობის გაახალგაზრდავების პროცესს წარმატებით ახორციელებს.
„კონტრაქტით კიდევ ერთი წელი მაქვს დარჩენილი და მგონია, რომ ამ ეტაპზე, ჩემი თანამდებობა პრიორიტეტული არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებმა სიმშვიდე შეინარჩუნონ, იმიტომ რომ ინტერთან, მარცხის მიუხედავად, კარგი მატჩი ჩაატარეს.
რაც მე დავბრუნდი, გუნდში 15 ფეხბურთელი შეიცვალა, საშუალო ასაკმაც საგრძნობლად იკლო. კლუბმა გუნდის გადაწყობაში დიდი წვლილი შეიტანა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზეც შეეძლება თამაში და რომელიც, როგორც სამი წლის წინ მითხრეს, სტაბილური იქნება. ამიტომ, ბოლო ორ წელში 15 ფეხბურთელის შეცვლის მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოვხვდით [იუვენტუსს ფინანსური მაქინაციების გამო ქულები დააკლეს, რის გამოც გუნდი მეშვიდეზე გავიდა - ავტ.]
გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა და ვეცდებით, ეს წარმატება წელსაც გავიმეოროთ. ბოდიშს ვიხდი მარცხისთვის, მაგრამ უდინეზესთან თამაშით ყველაფრის ახლიდან დაწყებას ვეცდებით.“ - აღნიშნა იუვეს მთავარმა მწვრთნელმა.
კომენტარები
9 დღის წინ
5 დღის წინ
1 დღის წინ
19 საათის წინ