Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
6 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საუდის არაბეთის კლუბის, ალ ნასრის სპორტის მიმართულების ხელმძღვანელმა, გორენ ვუჩევიჩმა აღიარა, რომ გასულ ზაფხულს ლუკა მოდრიჩს ეპატიჟებოდა.
მართალია, რომ ლუკა მოდრიჩთან გქონდათ მოლაპარაკებები და ის ალ ნასრში გადმოსვლასთან ახლოს იყო?
კი, მართალია. ლუკას მოყვანა ჩვენი დიდი სურვილი იყო, მას რამდენჯერმე ველაპარაკეთ, რა თქმა უნდა რეალის სრული პატივისცემით. ლუკას პირველი არჩევანი ყოველთვის რეალი იყო.
კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, მსოფლიო ჩემპიონატამდე რიადში შევხვდით. შეხვედრას კლუბის მფლობელები, მოდრიჩი და მე დავესწარით და მაშინ, ლუკამ გვითხრა, რომ მესამე ვარიანტს არც განიხილავს - პირველი იყო რეალი, მეორე ჩვენ.
შესაბამისად, თუ რეალში დარჩენა ვერ გამოვიდოდა, ის ჩვენთან წამოვიდოდა. ერთადერთი სიმართლე სწორედ ეს არის.“ - აღნიშნა ვუჩევიჩმა.
მოდრიჩის კონტრაქტი რეალთან ამ წლის ზაფხულში იწურება.
კომენტარები
2 დღის წინ
1 დღის წინ
19 საათის წინ
2 დღის წინ