შესვლა

burger

აიაქსამდე, ჰენდერსონმა თავი ბარსელონას შესთავაზა

ფონტის ზომა
TT

ჯორდან ჰენდერსონმა საკუთარი თავი ბარსელონას შესთავაზა.

 

როგორც ცნობილია, ფეხბურთელი საუდის არაბეთის კლუბს კონტრაქტის გაწყვეტაზე მოელაპარაკა და დიდი ალბათობით, კარიერას ამსტერდამის აიაქსში გააგრძლელებს.

 

Diario Sport-ის ინფორმაციით, აიაქსთან მოლაპარაკებების დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ჰენდერსონის აგენტები ბარსელონას დაუკავშირდნენ, რადგან იცოდნენ, რომ კატალონიელებს გავის ტრავმის გამო მისი შემცვლელი სჭირდებოდათ.

 

თუმცა, ბლაუგრანამ ჰენდერსონის დამატებაზე უარი თქვა, რათა ვიტორ როკეს დარეგისტრირება შესძლებოდა. კლუბი ინგლისელის სეზონის ბოლომდე იჯარით აყვანის ვარიანტს განიხილავდა, თუმცა თავად ლივერპულის ექს-კაპიტნისთვის პრიორიტეტული სრულფასოვანი ტრანსფერი იყო.
 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.