შესვლა

burger

აგენტი: "რა თქმა უნდა ენცო ისურვებდა, გუნდი უკეთეს მდგომარეობაში იყოს, მაგრამ ჩელსიდან წასვლას არ განვიხილავთ"

ფონტის ზომა
TT

ენცო ფერნანდესი აგენტმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ფეხბურთელს ჩელსიდან წასვლა სურს.

 

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ არგენტინელი კლუბთან 8-წლიანი კონტრაქტის გაფორმებით იმედგაცრუებულია.

 

„ენცოს წასვლა არ სურს, ხელმძღვანელობა ამ პროექტის მიმართ ძალიან კატეგორიული იყო. ეს არის გეგმა, რომელიც თავდაპირველად მძიმეა, იმიტომ რომ ბევრი ახალი და ახალგაზრდა ფეხბურთელი მოვიდა, მაგრამ როცა ისინი უკეთ შეთამაშდებიან, ჩელსი წინსვლას დაიწყებს.

 

ენცო ფერნანდესის სურვილია - იყოს ამ გუნდში და წარმატებას მიაღწიოს. ჩვენ არ ვხვდებით არცერთ კლუბს და არ ვცდილობთ მათთან საუბარს. კარგად ვიცით, რა სურს ამ ფეხბურთელს. 

 

ის ნამდვილად ისურვებდა, რომ კლუბში ამჟამად უკეთესი მდგომარეობა იყოს, მაგრამ ამის მიღწევა შრომით არის შესაძლებელი.“ - აღნიშნა ურიელ პერესმა.
 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.