Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
აფრიკის თასზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ცნობილია თუ რომელი ქვეყნის ნაკრებები გავიდნენ პლეიოფში.
1/8 ფინალში ასეთი წყვილები მივიღეთ:
ნიგერია - კამერუნი
ანგოლა - ნამიბია
კაბო ვერდე - მავრიტანია
მაროკო - სამხრეთ აფრიკა
მალი - ბურკინა ფასო
სენეგალი - კოტ დივუარი
ეგვიპტე - კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ეკვატორული გვინეა - გვინეა
ჯგუფში სენსაციურად ჩარჩა განა, რომელიც 2 ქულით მე-3 ადგილზე გავიდა, თუმცა საუკეთესო მესამეადგილოსნებში ვერ მოხვდა.
ასევე ახლოს იყო ტურნირის დამშვიდობებასთან მასპინძელი კოტდივუარი, თუმცა განასგან განსხვავებით სპილოს ძვლის ქვეყანას მე-3 ადგილი პლეიოფში გასასვლელად ეყო.
ჯგუფში უდანაკარგოდ ერთადერთმა გუნდმა იასპარეზა სენეგალის სახით. მოქმედმა ჩემპიონებმა გვინეა, კამერუნი და გამბია დაამარცხეს.
გათამაშების ბომბარდირი ჯგუფური ეტაპის შემდეგ ეკვატორული გვინეის წარმომადგენელი ემილიო ნსუეა, რომელმაც 5 გოლის გატანა შეძლო.
პლეიოფები სტარტს 27 იანვარს აიღებს, ტურნირი კი 12 თებერვალს დასრულდება.
კომენტარები
6 თვის წინ
6 თვის წინ
6 თვის წინ
6 თვის წინ