Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის გასავარდნ ზონაში მყოფმა ლუტონმა ათეულის წევრ ბრაიტონს უმასპინძლა და მეტოქე გაანადგურა.
მატჩის მე-3 წუთზე ანგარიში უკვე 2-0 იყო. პირველივე წუთზე ანგარიში ელაია ადებაიომ გახსნა, 2 წუთში კი ოგბენემ მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.
პირველი ტაიმის მიწურულს, კერძოდ 42-ე წუთზე, როს ბარკლის გადაცემის შემდეგ ადებაიომ უკვე დუბლი შეასრულა.
56-ე წუთზე კი მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა. ბრაიტონის კარი ისევ 26 წლის თავდამსხმელმა აიღო და ჰეთ-თრიქიც გაიფორმა.
ამით ელაია ადებაიო გახდა ლუტონის პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერ ლიგის ეგიდით ერთ თამაშში 3 გოლის გატანა შეძლო.
ინგლისის უმაღლეს დივიზიონში 1990 წელს იგივეს გაკეთება ლარს ელსტრუპმა შეძლო ნორვიჩის წინააღმდეგ.
ლუტონმა ამ გამარჯვებით 19 ქულა დააგროვა და გასავარდ ზონას თავი დააღწია, თანაც კონკურენტი ევერტონი თავის შეხვედრაში მხოლოდ უგოლო ფრეს დასჯერდა.
კომენტარები
3 დღის წინ
3 დღის წინ
3 დღის წინ
1 დღის წინ