შესვლა

burger

5 მატჩი, რომელიც 4 თებერვალს არ უნდა გამოტოვო

ფონტის ზომა
TT

4 თებერვალი გამორჩეული მატჩებით დახუნძლული დღეა.

 

პრემიერ ლიგა

 

მანჩესტერ იუნაიტედი - ვესტ ჰემი (18:00) - უყურე მატჩს უფასოდ adjarabetarena-ზე

 

 

მანჩესტერ იუნაიტედი ვულვზთან საოცარი გამარჯვების შემდეგ ოლდ ტრაფორდზე ვესტ ჰემს უმასპინძლებს, რომელსაც ყველა ტურნირზე ბოლო 5 მატჩია არ მოუგია და ამ ნავსის გატეხვას შეეცდება. მატჩი სატურნირო თვალსაზრისითაც პრინციპული იქნება, რადგან გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ 1 ქულაა.

 

არსენალი - ლივერპული (20:30) - უყურე მატჩს უფასოდ adjarabetarena-ზე

 

 

პრემიერ ლიგის ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ლონდონელები სახლში ჩემპიონატის ლიდერს დაუხვდებიან. ლივერპული არსენალსა და მანჩესტერ სიტის 5 ქულით უსწრებს, თუმცა ქალაქელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული, ამიტომ ცხრილში საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა.

 

შეიძლება ითქვას, რომ მერსისაიდელებისთვის ემირეითსზე თამაში შემაშინებელი არაა, რადგან მათ პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ბოლო 16 შეხვედრაში არსენალისთვის გასვლაზე გოლი აქვთ გატანილი.

 

სერია ა

 

ნაპოლი - ვერონა (18:00)

 

 

ქართველებისთვის საინტერესო იქნება ნაპოლისა და ვერონას დაპირისპირება, რადგან დისკვალიფიკაციის გამო ერთი მატჩის გამოტოვების შემდეგ მოედანს ხვიჩა კვარაცხელია უბრუნდება.

 

ლაციოსთან უგოლო მატჩის შემდეგ მეცხრეადგილოსანი პარტენოპეი სერია ა-ში დარჩენისთვის მებრძოლ გუნდს დაუპირისპირდება. ნეაპოლელებს კვლავ დააკლდებათ ვიქტორ ოსიმენი, რომელიც ნიგერიის ნაკრებთან ერთად აფრიკის თასის 1/2 ფინალში გავიდა.

 

ინტერი - იუვენტუსი (23:45)

 

 

სერია ა-ს ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს ჩემპიონობისთვის მებრძოლი 2 გუნდი დაუპირისპირდება. მილანის ინტერი ჯუზეპე მეაცაზე ტურინის იუვენტუსს უმასპინძლებს. მათ შორის ცხრილში სხვაობა 1 ქულაა, თუმცა ნერაძურის ერთი მატჩით ნაკლებიც აქვს ჩატარებული.

 

ორივე მხარის მცველებს სერიოზული დავალება ექნებათ, გააჩერონ მათი მეტოქე თავდამსხმელები ლაუტარო მარტინესისა და დუშან ვლაჰოვიჩის სახით. არგენტინელს მიმდინარე სეზონში უკვე 19 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს, მე-2 ადგილზე კი სერბია 12 გოლით.

 

ლა ლიგა

 

რეალი - ატლეტიკო (23:55)

 

 

ესპანეთის სუპერ თასზე და კოპა დელ რეიზე შეხვედრის შემდეგ ლა ლიგაში მორიგი მადრიდული დერბი გაიმართება, რომელშიც რეალი სანტიაგო ბერნაბეუზე ატლეტიკოს უმასპინძლებს. 

 

სუპერ თასზე სამეფო კლუბმა იმარჯვა, თასზე კი 1/2 ფინალის საგზური როხიბლანკომ მოიპოვა. საკითხავია, ვის დარჩება 3 ქულა ლა ლიგაში.

 

რეალი 1 ქულით უსწრებს ჟირონას, რომელმაც თავისი მატჩი სოსიედადთან ვერ მოიგო. ატლეტიკოს კი შანსი აქვს გამარჯვების შემთხვევაში მე-3 ადგილოსან ბარსელონას გაუთანაბრდეს.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.