შესვლა

burger

5 კანდიდატი - ვინ შეცვლის კლოპს?

ფონტის ზომა
TT

საინტერესოა, თუ ვინ გაწვრთნის იურგენ კლოპის წასვლის შემდეგ ლივერპულს.

 

გეტყვით, რომ გერმანელმა სპეციალისტმა თავად განაცხადა სეზონის ბოლოს მერსისაიდული კლუბის დატოვების შესახებ.

 

ლივერპულის მთავარი მწვრთნელობის კანდიდატები კი უკვე სახელდება.

 

ჩაბი ალონსო

 

 

მთავარი ფავორიტი ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი (2004-09) ჩაბი ალონსოა, რომელიც ბაიერ ლევერკუზენთან ერთად წაუგებელ სეზონს ატარებს. გუნდი ბუნდესლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს და მიუნხენის ბაიერნის დომინაციის დასრულებას ცდილობს.

 

42 წლის მწვრთნელი კარგად იცნობს როგორც ქალაქს, ისე კლუბს და შესაძლოა კლოპის შესაბამისი შემცვლელი აღმოჩნდეს. იურგენიც ხომ სწორედ ბუნდესლიგიდან გადაბარგდა პრემიერ ლიგაში.

 

რობერტო დე ძერბი

 

 

იტალიელმა სპეციალისტმა ბრაიტონში დიდებული სამუშაო ჩაატარა და გუნდს პრემიერ ლიგაში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ფეხბურთს ათამაშებს. დე ძერბი არის მწვრთნელი, რომელიც მოთამაშეებს ავითარებს და შესაძლოა მას იზიდავდეს ისეთ კლუბში გადასვლის ვარიანტი, რომელიც საუკეთესო ფეხბურთელებს ყოველ ზაფხულში არ ჰყიდის.

 

44 წლის მწვრთნელმა ინგლისში გადასვლამდე თავი შახტარსა და სასუოლოშიც წარმოაჩინა და საკმაო გამოცდილებაც დააგროვა, მათ შორის პრემიერ ლიგაში. 

 

თუმცა საკითხავია რამდენად ეფექტური იქნება ელიტურ კლუბში მისი გადასვლა. ამის მაგალითი ბრაიტონში მისი წინამორბედი გრემ პოტერია, რომელმაც ჩელსიში ვერ გაამართლა.

 

სტივენ ჯერარდი

 

 

არც ისე დიდი ხნის წინ, იყო დრო, როცა ლივერპულის ლეგენდარული კაპიტანი კლოპის ერთ-ერთ მთავარ შემცვლელად აქტიურად განიხილებოდა, მაგრამ მისი ვარსკვლავი შოტლანდიური კარიერის შემდეგ სწრაფად ჩაესვენა. რეინჯერსს ჯერარდმა შოტლანდიის ჩემპიონატი მოაგებინა, რის შემდეგაც ასტონ ვილაში დაინიშნა, თუმცა მისი ბირმინგემული პერიოდი წარუმატებელი აღმოჩნდა და ახლა სტივი ჯი არაბული ალ-ეტიფაქის მთავარი მწვრთნელია, რომელთანაც კონტრაქტი ცოტა ხნის წინ გაახანგრძლივა.

 

მისი ცუდი პრემიერლიგური გამოცდილების გამო ნაკლებად სავარაუდოა, ლივერპულში მისი დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღონ.

 

იულიან ნაგელსმანი

 

 

ნაგელსმანი მწვრთნელია, რომელსაც შესაძლოა დასამტკიცებელი ბევრი რამ ჰქონდეს, რადგან მიუნხენის ბაიერნში მისი გატარებული დრო არც ისე წარმატებული აღმოჩნდა, ის შუა სეზონში ტომას ტუხელით ჩაანაცვლეს. ნაგელსმანი ლაიფციგის თავკაცობის დროს ერთ-ერთი სამწვრთნელო ტალანტად მიიჩნეოდა.

 

ის ახლა გერმანიის ნაკრების მწვრთნელია, თუმცა მისი კონტრაქტი მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის ბოლომდეა მოქმედი. ნაგელსმანს გერმანიის გარეთ არასდროს უმუშავია, თუმცა ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარების და მათგან საუკეთესო პროდუქტის მიღების გამოცდილებამ შესაძლოა მის სასარგებლოდ იმოქმედოს.

 

ენჯ პოსტეკოგლუ 

 

 

ტოტენჰემის გულშემატკივრებისთვის სამწუხაროდ ავსტრალიელიც შესაძლოა კლოპის შემცვლელად განიხილებოდეს. მან კარიერის განმავლობაში ტიტულები მოიგო და განსაკუთრებული კვალი სელტიკში დატოვა, სადაც გუნდთან ერთად შოტლანდიური ტრებლის მფლობელი გახდა. პოსტეკოგლუ ტოტენჰემში გასულ ზაფხულს დაინიშნა და თავისი სათამაშო სტილით გულშემატკივრებისა და მოთამაშეების სიმპათია დაიმსახურა, რაც მთავარია ამ ფეხბურთს გარკვეული შედეგიც მოაქვს.

 

პოსტეკოგლუს სპურსი არის ერთადერთი გუნდი, რომელმაც პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ლივერპული დაამარცხა. გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძივს.

 

ავსტრალიელ სპეციალისტს ნათქვამი აქვს, რომ ის ადრე ლივერპულს გულშემატკივრობდა და მისთვის კენი დალგლიში მეფე იყო.
 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.