შესვლა

burger

5 კანდიდატი - ვინ შეცვლის ჰემილტონს მერსედესში?

ფონტის ზომა
TT

ლუის ჰემილტონი 2024 წლის ბოლოს მერსედესს ტოვებს და ფერარიში გადადის, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ვინ შეცვლის 7-გზის ჩემპიონს ვერცხლისფერ ისარში.

 

ცოტა ხნის წინ შარლ ლეკლერმა ფერარისთან, ხოლო ლანდო ნორისმა მაკლარენთან ახალი კონტრაქტები გააფორმეს, ასევე 2028 წლამდე აქვს დაკავშირებული მომავალი რედ ბულთან მაქს ვერსტაპენს, შესაბამისად კანდიდატები სხვაგან უნდა ვეძებოთ.

 

მერსედესი ისეთ ცუდ სიტუაციაში აღარაა, როგორც 2016 წელს ნიკო როსბერგის კარიერის მოულოდნელად დასრულების შემდეგ, ტოტო ვოლფს რამდენიმე კარგი ვარიანტი აქვს.

 

კარლოს საინსი

 

 

ესპანელი მრბოლელი ახალი ინფორმაციის მონაწილეც არის, რადგან ფერარიში ჰემილტონმა სწორედ ის უნდა შეცვალოს.

 

მაქვს ვერსტაპენისა და ჩეკო პერესის (ორივე რედ ბული) გარდა საინსი ერთადერთია, რომელმაც გასულ სეზონში რბოლა მოიგო. როგორც იწერება, კარლოსს მერსედესის ბოსთან კარგი ურთიერთობა აქვს და გასული წლების განმავლობაში მასთან საუბრებიც ჰქონია, ამიტომ გუნდებს შორის პირდაპირი გაცვლა შესაძლოა გამოსავალი იყოს.

 

ამით მერსედესი მიიღებს სტაბილურ მრბოლელს, რომელიც ბევრ ქულას აგროვებს და ყველა იმ გუნდის მიერ კარგად ფასდება, სადაც უასპარეზია. მას აქვს გამოცდილება ისეთ გუნდში, რომლის ბოლიდის პერფორმანსიც პრობლემური იყო. ასევე საინსი კარგად ეწყობა გუნდელებს და ჯორჯ რასელის შემთხვევაშიც ასე უნდა იყოს.

 

თავად კარლოსი კი რბოლის მომგები ერთი კანდიდატი გუნდიდან მეორეში გადავა, რომელსაც ჩემპიონობის გამოცდილებაც აქვს გასულ წლებში. მას ჯორჯ რასელთან ერთად პოდიუმებისა და გამარჯვებებისთვის ბრძოლის საშუალება ექნება თუ ბოლიდმა ხელი შეუწყო.

 

თუმცა მერსედესს ისევე როგორც საინსს სხვა ვარიანტებიც აქვს. ესპანელს ასტონ მარტინს, ზაუბერს (აუდი), ალპინს და უილიამსსაც უკავშირებენ.

 

ალექს ალბონი

 

 

ალბონს 2023 წელს საოცარი სეზონი ჰქონდა, მან ფაქტობრივად მარტომ მოუტანა უილიამსს მე-7 ადგილი. ასეთმა პერფორმანსმა კი ის ერთ-ერთი მოთხოვნადი მრბოლელი გახადა.

 

წყაროს ცნობით ალბონს უილიამსთან კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე აკავშირებს, თუმცა ყველა ხელშეკრულებას აქვს პუნქტი, რომელიც გუნდიდან ნაადრევად წასვლას უზრუნველჰყოფს და როცა მერსედესისნაირი ორგანიზაცია ერთვება, ასეთი საქმეები ბოლომდე მიდის, ასე მოხდა ვალტერი ბოტასის შემთხვევაშიც, როცა მან ნიკო როსბერგი ჩაანაცვლა.

 

ალბონი გრძნობს, რომ ის კარიერის საუკეთესო ფორმაშია და შეუძლია, მომდევნო წლებში უკეთესი გახდეს, ამიტომ მას სურს, მისი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინოს.

 

ალექსი შესაძლოა უილიამსშიც დარჩეს. გუნდი თავიდან შენდება და ინვესტიციებს იზიდავს, მათ კი სურთ, რომ ალბონი ის მრბოლელი იყოს, რომელთან ერთადაც ახალ გზას გაივლიან.

 

თუმცა მერსედესი ის გუნდია, რომელმაც ალექსს პოდიუმებისა და გამარჯვებებისთვის ბრძოლა მოკლე ხანში შეუძლია შესთავაზოს. მისით სხვა გუნდებიც ინტერესდებიან.

 

ფერნანდო ალონსო

 

 

მერსედესს შეუძლია ლოურენს სტროლის ნაბიჯი გაიმეოროს და ერთი მსოფლიო ჩემპიონი მეორეთი ჩაანაცვლოს (2023 წელს ასტონ მარტინმა სებასტიან ფეტელი ალონსოთი ჩაანაცვლა).

 

ამისთვის საჭიროა, რომ ალონსო სტროლის გუნდიდან წამოვიდეს, თუმცა 2-გზის ჩემპიონს გუნდთან კონტრაქტი წლის ბოლომდე აკავშირებს და ეს უფრო რეალური ხდება.

 

საკითხავია, უნდა თუ არა მერსედესს ასეთი დიდი პერსონა რასელის გვერდზე. თუ ასეა, გუნდი უმაღლესი დონის ვეტერან მრბოლელს მიიღებს.

 

ალონსომ დაამტკიცა, რომ მას კვლავ შეუძლია ბრძოლა თუ სწორ ბოლიდში ზის. ის საკმაოდ დიდი ფიგურაა იმისთვის, რომ მერსედესს დროებით გრძელვადიანი გეგმები დაავიწყოს.

 

ფერნანდო ასტონ მარტინში თავიდან დაიბადა, განსაკუთრებით გასული სეზონის დასაწყისში, როცა ბოლიდი ხელს უწყობდა და პოდიუმებისთვის იბრძოდა. მას მერსედესში თავისუფალი ადგილის დაიგნორება უნდა გაუჭირდეს, რადგან ეს გამარჯვების გზაზე დაბრუნების ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს.

 

დანიელ რიკიარდო

 

 

რიკიარდო მერსედესს ერთხელ უკვე დაუკავშირეს და სურპრიზი არ იქნება თუ ეს ისევ მოხდება.

 

ავსტრალიელს ამ მომენტისთვის კონტრაქტი რედ ბულთან აკავშირებს.

 

შუა სეზონში დაბრუნების შემდეგ მოტეხილი ხელის გამო მას 5 რბოლა გაუცდა და ჯერ კიდევ უცნობია თუ როგორი კონკურენტულია რიკიარდო მაკლარენიდან წამოსვლის შემდეგ.

 

თუმცა მისი შანსი მაინც მაღალი შეიძლება იყოს, გასულ წელს მან მექსიკაში შეძლო იმის ჩვენება, რომ სისწრაფე არ დაუკარგავს და ბოლიდიდან მაქსიმუმის მიღება შეუძლია.

 

მას ძალუძს საინტერესო გუნდის შექმნა რასელთან, რომელსაც კარგად ეწყობა და იმის ჩვენება, რომ ის ისეთივე ძლიერია, როგორიც რედ ბულში ასპარეზობისას იყო. მერსედესი კი ძალიან ძლიერ დუეტს მიიღებს.

 

ესტებან ოკონი

 

 

ტოტო ვოლფი ოკონის ნიჭს კარგად იცნობს, რადგან ფრანგი მერსედესის ახალგაზრდული პროგრამის წევრი იყო, ამიტომ ლოგიკურია, რომ ის ჰამილტონის შემცვლელთა სიაში იყოს.

 

ესტებანმა ალპინში ფერნანდო ალონსოს აჯობა და მიუხედავად გასულ წელს 6 დაუსრულებელი რბოლისა სუპერ კონკურენტული იყო პიერ გასლისთან შიდაგუნდურ დაპირისპირებაშიც.

 

ვოლფს თავისუფლად შეუძლია განიხილოს მისი ვარიანტი, თუ ზემოთ ჩამოთვლილი კანდიდატების გუნდში დამატება ვერ მოხერხდა.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.