შესვლა

burger

2024-ს ზაფხულს საუდის არაბეთში ორმაგი ინტერესით ელოდებიან: სალაჰი, დე ბრუინი?

ფონტის ზომა
TT

საუდის არაბეთის კლუბების მანჩესტერ სიტის და ლივერპულის ლიდერებს უმიზნებენ.

 

როგორც CBS Sports-ის ჟურნალისტი, ბენ ჯეიკობსი იტყობინება, ზაფხულში საუდის არაბეთის კლუბები ტრანსფერებზე 2 მილიარდის დახარჯვას აპირებენ.

 

პირველი სამიზნეები მათთვის ლივერპულის და სიტის ლიდერები, მოჰამედ სალაჰი და კევინ დე ბრუინი იქნებიან.

 

გასულ ზაფხულს, საუდის არაბეთის კლუბებმა ტრანსფერებში 945 მილიონი ევრო დახარჯეს.

 

2023-ში სალაჰის ტრანსფერზე საუდელები უკვე მუშაობდნენ, თუმცა ლივერპულის დათანხმება მის გაყიდვაზე მაშინ ვერ მოხერხდა. 
 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.