შესვლა

burger

17 წლის ფეხბურთელმა ბარსელონას ტოტენჰემი არჩია

ფონტის ზომა
TT

17 წლის ლუკას ბერგვალი ბარსელონას მაგივრად კარიერას ტოტენჰემში გააგრძელებს.

 

დევიდ ორნშტეინის ინფორმაციით, ლონდონელებმა კატალონიელებს ახალგაზრდა ტალანტისთვის ბრძოლა მოუგეს და შვედურ იურგორდენს 10 მილიონ ევროსა და დამატებით ბონუსებს გადაუხდიან.

 

შვედი მოთამაშის მხარე აქტიურად ხვდებოდა ბარსელონას წარმომადგენლებს და შეთანხმებაც თითქოს არსებობდა, თუმცა ბოლო მომენტში საქმეში ტოტენჰემი გაჩნდა და ტრანსფერიც დაიხურა.

 

ბერგვალმა კატალონიელებს თავისი გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა.

 

ფაბრიციო რომანოს ცნობით ფეხბურთელი თანამემამულე დეიან კულუშევსკის ესაუბრა და სწორედ ტოტენჰემის შემტევმა დაარწმუნა ის, რომ ლონდონში გადაბარგებულიყო. ნახევარმცველისთვის მნიშვნელოვანი გახდა ენჯ პოსტეკოგლუს ფაქტორიც.

 

17 წლის ტალანტი სამედიცინო შემოწმებას პარასკევს გაივლის, ახალ გუნდს კი სრულფასოვნად ზაფხულში შეუერთდება.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.